მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაროსანას წამლით უკანონო ვაჭრობა - სურსათის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალის 6 თანამშრომელს...

ფაროსანას წამლით უკანონო ვაჭრობა – სურსათის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალის 6 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

Published on

სურსათის ეროვნული სააგენტოს მარტვილის ფილიალის 6 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა, მათგან სამი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილი გახდა, გათავისუფლებული თანამშრომლები ფაროსანას შესაწამლად საჭირო სპეციალურ სითხეს დიზელთან მცირე კონცენტრატით აზავებდნენ და დარჩენილი წამლის რეალიზაციას ახდენდნენ. შედეგად, სითხე ფაროსანასთან საბრძოლველად უშედეგო აღმოჩნდა. 
შესაწამლი საშუალების არაეფექტურობაზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი მტკიცებით, ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა ბოსტნეული და ხეხილის ბაღები გაანადგურა.ის ფაქტი, რომ დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატის არამართლზომიერი მოხმარების მცდელობები იყო, ადასტურებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. თუმცა, მინისტრის მოადგილემ დღეს დასავლეთ საქართველოში ფაროსანას მასშტაბის შემცირებაზე, ასევე სიმინდისა და თხილის კარგ მოსავალზე ისაუბრა. ხელისუფლების სამოქმედო გეგმას კი სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია.
განადგურებული მოსავლის ამარა დარჩენილი მოსახლეობა, ხელისუფლებისგან რეაგირებას და ფაროსანასგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, თუმცა მთავრობა კომპენსაციების გაცემაზე უარს ამბობს.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...