მთავარისიახლეებისაზოგადოებაბურჯანაძე- ზურაბიშვილის ტანდემი: ,, სააკაშვილმა დაიწყო ეს ომი''

ბურჯანაძე- ზურაბიშვილის ტანდემი: ,, სააკაშვილმა დაიწყო ეს ომი”

Published on

"იმის მაგივრად, რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე ივანიშვილის ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში და დაიწყო ეს ომი“ – ეს განცხადება, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.
 
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პუტინმა ფეხზე დააყენა და მას ანგარიში სხვებმა, განსაკუთრებით კი პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.
 
ნინო ბურჯანაძემ საქართველოში დასავლეთის გავლენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შედეგები კი ისეთია, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს სურს.
 
„სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილთან ერთად სათავეში 2012 წელს მოვიდა, იმის მაგივრად რომ სააკაშვილი გაესამართლებინათ, როგორც დამნაშავე დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის კურსი აირჩია. სააკაშვილმა ჩაითრია საქართველო წამგებიან ომში, დაიწყო ეს ომი და დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები. სააკაშვილი იყო ამ კონფლიქტის ინიციატორი და მას აქვს გარკვეული შესაძლებლობები იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნდეს.
 
როდესაც საქართველო პრაქტიკულად დაყოფილია, არსებობს 2 გადაუჭრელი კონფლიქტი და რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ნატოში გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი დასავლეთისკენ და კონფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია. პარტია, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს სხვაგვარი პოლიტიკა სჭირდება, ჩვენ ვართ. ახლა რუსეთი ქვეყანაა, რომელიც პუტინმა დააყენა ფეხზე და მას ანგარიში სხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით პატარა მეზობლებმა უნდა გაუწიონ.
 
რაც შეეხება არჩევნებს, მე გადავწყვიტე არ მიმეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან არ მექნებოდა საშუალება რაიმე შემეცვალა ქვეყანაში. საქართველოში არჩევნები პრაქტიკულად არ ტარდება და შედეგები იქნება ისეთი, როგორიც შეერთებული შტატების საელჩოს უნდა,“-ამბობს ბურჯანაძე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...