მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არც ერთი ხმა მოღალატეს!" - სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში საპროტესტო აქციით დახვდნენ

“არც ერთი ხმა მოღალატეს!” – სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში საპროტესტო აქციით დახვდნენ

Published on

"არც ერთი ხმა მოღალატეს!" – ამ შეძახილებით სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეები ლანჩხუთში დახვდნენ, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა. 
 
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა მათ დაშლისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, მათთვის მიუღებელია.
 
ადგილობრივებს, რომლებიც ზურაბიშვილს პროტესტით დახვდნენ, შეხვედრაზე დასწრების სურვილიც ჰქონდათ, თუმცა დარბაზში არ შეუშვეს.
 
შენობაში კი, სადაც სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთელებს ხვდება, ელექტროენერგია გაითიშა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს ჩაბნელებულ დარბაზში მიმართა. ამ დროისთვის დენის მიწოდება აღდგა. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...