მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე კარვების დადგმის უფლებას ითხოვს

ზაზა სარალიძე კარვების დადგმის უფლებას ითხოვს

Published on

ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მისი მთავარი მოთხოვნაა მერიამ მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტთან კარვების დადგმის უფლება მისცენ.
 
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის თქმით, უამინდობის შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ აქციის გაგრძელება.
 
„მოვითხოვე აქციის ვადის გაგრძელება და ამასთან ერთად, მოგვცენ უფლება კარვების დადგმის,  მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირდაპირ გვაქვს უფლება რომ არც სჭირდება ამას ოფიციალური მოთხოვნა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ მიმემართა ოფიციალურად მერიისთვის, რომ ორი კარავი მაინც გაგვაშლევინონ ამინდის გაუარესების გამო. იქ მყოფი პირები ძალიან ცუდ ვითარებაში ვართ, სიცივე, წვიმა და აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ თავზე გადადის,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...