მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ -იმიგრაციის არსებული პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

ენმ -იმიგრაციის არსებული პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

Published on

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობა“, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხს დააყენებს. პარტიაში ფიქრობენ, რომ იმიგრაციის არსებული პოლიტიკა ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. რომან გოცირიძის თქმით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით აუცილებელია, საქართველოში დროებითი და მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება გამკაცრდეს. „აღებულია ევროპის გამოცდილება და უფრო შეესაბამება დღევანდელი საქართველოს მოთხოვნებს. თუნდაც რომ ავიღოთ საინვესტიციო ბინადრობის უფლება, დღეს არის ძალიან გამარტივებული და ეს არ ემსახურება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის ჩამორთმევისა და დევნილთა უფლებების საკითხის დაყენებას გეგმავს “ევროპული საქართველო”. ბიუროს სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე კვირის საკომიტეტო მოსმენების დღის წესრიგსაც განიხილა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...