მთავარისიახლეებიპოლიტიკაამ დრომდე უცნობია გაიწვევს თუ არა მთავრობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონს პარლამენტიდან.

ამ დრომდე უცნობია გაიწვევს თუ არა მთავრობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონს პარლამენტიდან.

Published on

ამ დრომდე უცნობია გაიწვევს თუ არა მთავრობა კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონს პარლამენტიდან. საპატრიარქოს მხრიდან მწვავე შეფასებების მიუხედავად, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მაინც არ იღებს და ამბობს, რომ პროექტის განხილვა შეჩერებულია. დეპუტატების თქმით, საკითხზე ფართო კონსულტაციები დაიწყება. გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღება, რაც საზოგადოება შეთანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს. „საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას და არის ერთი პარტია და მისი პროპაგანდისტული ფილიალი, ტელევიზიის სახით, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იყოს. გაიწვევენ მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ყველა, საზოგადოება შეთანხმდება იმაზე, რომ ეს არის თემა, რომელიც დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს,“-განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. დღევანდელ ბიუროზე „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს ინციატივას, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საკანონმდებლო ორგანომ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის შესახებ პროექტის გაწვევაზე მსჯელობა. „მთავრობა უნდა გაიწვიოს იგი. დღემდე არავითარი მოთხოვნა არ ყოფილა. უფრო მეტიც, პარლამენტში აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი არის შეჩერებული. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი ისევ დაუბრუნდება მის განხილვას,“-აცხადებს რომან გოცირიძე. კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონს აკრიტიკებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. პარტიაში ამბობენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც არავის სჭირდება

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...