მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა ელისაბედ რულოვსი და ნინო ანანიაშვილი ბათუმში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ

სანდრა ელისაბედ რულოვსი და ნინო ანანიაშვილი ბათუმში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ

Published on

 საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი და პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი  ბათუმში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ.
 
შეხვედრა მოეწყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,
 
შეხვედრის მთავარ თემებს წარმოადგენდა მარიხუანის კულტივაციის რისკები და საფრთხეები მომავალი თაობებისთვის, ქალების როლის ზრდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
 
 
 
 
ნინო ანანიაშვილის განცხადებით, აუცილებელია აქტიური კამპანია კანაფის წარმოების წინააღმდეგ, აგრეთვე ქვეყნის მართვაში ქალების მონაწილეობის და ჩართულობის გაფართოება. მისი თქმით, სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება.
 
ნინო ანანიაშვილი პირადად აპირებს, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროექტებში.
 
 
„დედებს ყველას ადარდებთ ის პრობლემა, რაც დღეს გააჩნია საქართველოს. არაფერს ახალს არ ვიტყვი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი, შვილების დღევანდელი განათლების ამბავი, ეს არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობის საკითხი. უბრალოდ ის თემა, რაც ახლა არის ძალიან მოდაში, მარიხუანას გავრცელებასთან დაკავშირებით ყველას ადარდებს ეს. ის კი არა, თვითონ ახალგაზრდებიც ერთი და იგივე  აზრზე არიან, რომ არ შეიძლება, ეს მოხდეს და მეც მათ აზრს ვეთანხმები,“ – განაცხადა ნინო ანანიაშვილმა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...