მთავარისიახლეებისამართალიპოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი უჩა მოლაშხია დააკავა, მას მძიმე დანაშაულის დაფარვაში ედება...

პოლიციამ წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი უჩა მოლაშხია დააკავა, მას მძიმე დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი

Published on

სამართალდამცავებმა წალენჯიხის საკრებულოს მაღალჩინოსანი უჩა მოლაშხია  დააკავეს. მას ბრალი მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წაუყენეს.
 
საქმე ეხება თბილისში საკუთარ სახლთან სადისტურად მოკლული გეორგ სარქისიანის მკვლელობის საქმეს – ახალგაზრდას 15-მა თავდამსხმელმა 22 ჭრილობა მიაყენა,
 
 
 
 უკვე დადგენილია  სავარაუდო მთავარი დამნაშავე, თუმცა  მისი დაკავება  ამ დრომდე  ვერ ხერხდება.„კურიერის“ ინფორმაციით, ერიკ მხითარიანმა საოკუპაციო საზღვარი გადაკვეთა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმალვა შეძლო.
 
ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულში ბრალდებულს გაქცევაში საჯარო მოხელე – წალენჯიხის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეხმარებოდა.
 
 
საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ საჯარო მოხელეს მკვლელობაში ბრალდებულმა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანის სანაცვლოდ, 2000 დოლარი შესთავაზა. საოკუპაციო ხაზის გადაკვეთამდე  ბრალდებული მხითარიანი თავს სწორედ წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომლის ოჯახს აფარებდა. ეს ინფორმაცია ბრალდებულის  ცოლმა „კურიერს“ დაუდასტურა.
 
 
მოკლული 22 წლის გეორგ სარქისიანის ოჯახი დღესაც დარწმუნებულია, რომ ჭრილობები ახალგაზრდას სხვადასხვა დანით მიაყენეს და მკვლელობაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. გარდაცვლილის და ეჭვობს, რომ დამნაშავეებს ხელისუფლება მფარველობს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...