მთავარისიახლეებისამართალიპარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას დაუჭირა...

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას დაუჭირა მხარი

Published on

პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ ცნობად მიიღო დასკვნა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შეიმუშავეს.
 
საპარლამენტო უმცირესობამ სხდომაზე .მმართველი გუნდის წევრების გამოსვლები ძირითადად „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული დასკვნისა და ავტორების კრიტიკას დაეთმო.
 
„ევროპული საქართველო“ არ იზიარებს არც მმართველი გუნდის პოზიციას და არც იმ შეფასებებს, რაც მათ დასკვნას მოჰყვა და სხდომა  პროტესტის ნიშნად დატოვა. 
 
ოპოზიციის დემარშის შემდეგ „ქართული ოცნება“ დარბაზში მარტო დარჩა. 
 
 
ხმაური იყო როგორც სხდომაზე, ისე პარლამენტის შემობის გარეთ:  
 
აქ  ინციდენტი მოხდა სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის, .რომელიც  ტერიტორიაზე გასაბერი ლეიბების შეტანას ცდილობდა. მას ამის  საშუალებასამართალდამცავებმა არ მისცეს მის მომიზეზებით, რომ  რომ აქ  ბევრი ტურისტი დადის.
 
ამის შემდეგ ზაზა სარალიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლეიბი არა პარლამენტის კიბეებთან, არამედ ქვეითთა სავალ ნაწილზე გაეშალა. სარალიძე აცხადებს, რომ ის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...