მთავარისიახლეებისამართალიპანკისი სამართალს ეძებს და არ ედღესასაწაულება

პანკისი სამართალს ეძებს და არ ედღესასაწაულება

Published on

პანკისში, სოფელ დუისში მიმცინარე აქციის დროს   ერთ-ერთი საჯარო მოხელის ავტომანქანა მოზარდებს  და ქალს შეეჯახა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. დაშავებულებს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება და .არცერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.
 
 პანკისში ღონისძიების გამართვას თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები  და სხვა ადგილობრივები, რომლებიც  სოფელ დუისის სასაფლაოსთან შეიკრიბნენ, დილიდან აპროტესტებენ

აქცია მიმდინარეობდა მოთხოვნით  არ ჩატარებულიყო მუნიციპალიტეტში პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები . 
 
„აქედან ორ მეტრში წევს დახვრეტილი მძინარე ბავშვი და დღეს მოვიდნენ მის ძვლებზე და სისხლზე სათამაშოდ. თუ ამდენი ადამიანობა გაქვთ, დამიდექით გვერდით, დაისაჯონ ის ნაძირლები, რომ მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც საფლავში დაასვენონ და საქართველომაც დაისვენოს. დასაჯონ გომელაური, დაისაჯოს გახარია, დაისაჯონ დამნაშავე სპეცრაზმელები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე, თუ ასე არ მოხდა, მე კანონით გავისტუმრებ ამ ხელისუფლებას, მე ამას შევძლებ, – 
 
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დაშვებულ შეცდომაზე მთელი მსოფლიო საუბრობს.
 
„პირადად გიორგი კვირიკაშვილმა გამოაცხადა, რომ ეს არის სახელმწიფოს შეცდომა. ეს სამძიმარის გამოთქმას ნიშნავდა, სახელმწიფოს შეცდომის აღიარებას,. „ჩემი მაინც არ გრცხვენიათ? ადამიანები არ ხართ? პანკისობა არანაირი ტრადიციული დღესასწაული არ არის და არც ყოფილა! რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არც ჩატარდება. თუნდაც ტრადიციული ყოფილიყო და ორ საუკუნეს ითვლიდეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
 

"ეს არის დაცინვა. როგორ არ შერცხვათ რამდენიმე მეტრში თემირლანის საფლავია და ესენი აქ კონცერტს მართავდნენ. ჩემი შვილი დაცხრილეს და მე კიდევ კონცერტზე მიბარებენ. არ დღეს არ უნდა ჩატარდეს არაფერი", – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მაჩალიკაშვილმა.
 
 
 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა გაააკეთა განცხადება, რომ   "რადგანაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა  სადღესაწაულო ღონისძიებების გაუქმებას, .დაპირისპირიების თავიდან აცილების მიზნით,მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ,,პანკისობა 2018“ არ ჩატარებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ    „პანკისობის“ დღესასწაული ათეულ წელს ითვლის და ადგილობრივები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ  ჩატარებულიყო.

 
გაურკვეველია, სად არის და არსებობდა თუ არა მსგავსი შინარსის განცხადება და ვინი ყვნენ ხელმომწერბი, რადგან პანკისში ღონისძიებების ჩატარებას ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე დღეა აქტიურად აპროტესტებდა.ი სოციალურ ქსელში. აღსანისნავია, რომ  
დღესასწაულისთვის დაგეგმილი იყო ასევე დოღის გამართვა, თუმცა, ადგილობრივმა მხედრებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე და დღესასწაულისთვის გაშლილი პავილიონებიც  უკვე ალაგებულია.
 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 
 

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...