გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგილ ვაშაძემ ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მათ რეგლამენტში შესული ცვლილება და პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისის მითითება გააპროტესტეს. “დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი იდგეს ამ შენობის წინ, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო გახდა და ეს შენობა გახდება „ქართული ოცნების” კიდევ ერთი სიცრუის და ქუთაისელებისადმი ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება და სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს. ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. გგონიათ რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერ გადაიტანთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები არიან. თქვენ ისტორიულ დედაქალაქს ექცევით ისე, როგორც პროვინციულ პატარა ქალაქს”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით აქციებს აანონსებს.
სიახლეები
მსოფლიო
მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...
სიახლეები
“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...
სიახლეები
შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...
სიახლეები
სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...