სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ჟურნალისტმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზურაბიშვილი რუსული პროექტია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად აზიანებს. ელისაშვილის განცხადებით, ის არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი და მას ქვეყნისთვის სამარცხვინო კანდიდატს უწოდებს. „სალომე ზურაბიშვილი არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის. თავიდან ასეთი პირი უჩანდა, რომ მას მხარს „ქართული ოცნება“ დაუჭერდა. სალომე ზურაბიშვილი არის ულვაშებგაპარსული სერგო ორჯონიკიძე, ეს არის მეხუთე კოლონის წარმომადგენელი, სუფთა რუსული პროექტი. ორჯონიკიძე შულავერიდან შემოვიდა და ესენი პირდაპირ ერეკლეს მოედანზე არიან დაბუდებულნი. შეურაცხყოფაა ამ ქვეყნისთვის მისი კანდიდატურის დაყენება. ყოველდღე ისეთ რაღაცას ამბობს, რომ მერე მისი გამოსწორება უწევს და წარმოიდგინეთ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში რას დაემსგავსება ეს გასაცოდავებული და უპატრონო ქვეყანა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სიახლეები
საზოგადოება
უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ
ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...
საზოგადოება
ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა
ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევა...
საზოგადოება
ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა
ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...
საზოგადოება
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე
დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...