მთავარისიახლეებიპოლიტიკასაჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება სამუშაო საათებში შესაძლოა,...

საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება სამუშაო საათებში შესაძლოა, შეიზღუდოს.

Published on

საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება სამუშაო საათებში შესაძლოა, შეიზღუდოს. ინიციატივით სამოქალაქო სექტორმა უწყებათაშორის კომისიას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ბოლო პერიოდში სწორედ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წევრები. აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიაში მოხდა, სადაც „ოცნების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კი ყველა მსგავსს ფაქტზე დროული რეაგირებისკენ ძალოვან უწყებებს მოუწოდებს.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...