მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას პოპულაცია შარშანდელთან შედარებით შემცირებულია - აბაშაში მავნებელთან ბრძოლის...

აზიური ფაროსანას პოპულაცია შარშანდელთან შედარებით შემცირებულია – აბაშაში მავნებელთან ბრძოლის შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს

Published on

 აბაშაში სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და   იმერეთის გუბერნატორები ჩავიდნენ. ისინი ეწვივნენ აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს  და განიხილეს მავნებელთან  ბრძოლის ღონისძიებების შედეგები და სამომავლო გეგმები. – ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
შეხვედრა  სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკიც, რომელიც  დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
 
„რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟება და მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები. მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ.- ითქვა შეხვედრაზე
 
 ასევე  აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება.
 
აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება. შეხვედრაზე განიხილეს ასევე თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.
 
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ცივი შესხურებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით 611 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული. მათ შორის: სამეგრელო-ზემო სვანეთში -255 005 ჰექტარი, იმერეთის რეგიონში – 197 655 ჰექტარი, გურიის რეგიონში-135 160 ჰექტარი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 21 234 ჰექტარი“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...