მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზებმა კაი თევზი დაიჭირეს

აფხაზებმა კაი თევზი დაიჭირეს

Published on

ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლებმა დაიჭირეს 54-კილოგრამიანი ზუთხი, რომელის სიგრძე 2 მეტრზე მეტია
 
 იმ დღეს სქურჩის მიდამოებში,  ჩვეულებისამებრ გავედით ზღვაში და ბადეები გავაბით , იმ ღამით არაფერი, მაგრამ როცა გათენდა, დავინახეთ, რომ ბადეში გახლართული იყო მელა-თევზი,  ზღვის კატა, კატრანი და ბოლოს, ბადის 120 – ე მეტრზე ეს მშვენიერი არსება გამოჩნდა, მთელი ღამის ნაბრძოლს,  ბძალა ჰქონდა გამოცლილი  და პრაქტიკულად არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ნავზე ამოვათრიეთ. '' – უამბო გამოცემა სპუტნიკ – აბხაზიას მეთევზე დაურ კვირაიამ
 
, 

53 წლის მეთევზე ამბობს, რომ  ბავშვობიდან თევზაობს, მაგრამ არასოდეს დაუჭერია 20 კილოგრამიანზე დიდი თევზი.
 
საერთოდ კი , როგორც აფხაზყრი მედია წერს,  კვირაიას  ,,ნადავლი'' – ნახევარ ცენტნერიანი თევზი რეკორდსმენი სულაც არ არის, იყო შემთხვევები, როდესაც  სხვა მეთევზეებს  ზღვიდან 200 და 300 კილოგრამიანი ზუთხიც კი ამოუყვანიათ.
 
სულ რაღაც 2 კვირის წიანთ მეთევზეებმა დაახლოებით ამ ადგილებში  დაიჭირეს ლუფარისთვის, ზღვის მგლისთვის  უჩვეულოდ დიდი  ზომის თევზი – რომელიც ათ კილოგრამს იწონიდა და 90 სმ სიგრძისა იყო. 
 
 
 
რაც შეეხება ზუთხს, მეთევზეებმა ჯერ დააპირეს თევზი  აუზში მოეთავსებინათ, მაგრამ ბოლოს მაინც სხვა რამ არჩიეს – ერთი ,,ჩუანი '' უცხაც მოხარშეს და შამფურებხეც შეწვეს –  ნადიმს ახლო-მახლო ადგილებიდან მოსული 70 ადამიანი შეუერთდა , ნაწილი ნაცნობებსაც გაუგზავნეს.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...