მთავარისიახლეებისაზოგადოება12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე," - მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა...

12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე,” – მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა ჰესების მშენებლობაზე

Published on

გასაიდუმლოებული ხელშეკრულებები და სკანდალური დასკვნა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. 17 გვერდიანი დოკუმენტი ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შესახებ არის მომზადებული. მსოფლიო ბანკის სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. დოკუმენტში წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დასკვნას, რომელიც 2018 წლის დასაწყისში მომზადდა და აქამდე არ საჯაროვდებოდა, საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტები. ენერგეტიკოსები და გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის პარალელურად საქართველო მილიარდობით ფინანსურ დანაკარგს მიიღებს. “დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე,”-აცხადებს “მწვანე ალტერნატივის” წევრი, დავით ჭიპაშვილი. ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები – საქართველოს” თანათავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე კი განმარტავს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი დასკვნა იდება და ეკოლოგიურ საფრთხეებზეა საუბარი, აუცილებელია არსებული პროექტების გადახედვა. “ნათელია, რომ იქ არის საკმაოდ სერიოზული გარემოს დაცვითი პრობლემები,”-აცხადებს ნინო ჩხობაძე.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...