მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ეკლესიას აკრიტიკებს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში მეუფეებს პოლიტიკაში ჩარევას აუკრძალავს

სალომე ზურაბიშვილი ეკლესიას აკრიტიკებს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში მეუფეებს პოლიტიკაში ჩარევას აუკრძალავს

Published on

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირების კრიტიკას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში უპასუხა.
 
საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიაში ეკლესია არ უნდა ერეოდეს. ზურაბიშვილი სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ლანძღვა-გინებას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ეკლესიას საარჩევნო კამპანიაში ჩარევის საშუალებას არ მისცემს.
 
"მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათაშორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ეკლესიის და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მე ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი, რადგან ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ამ დონით და პირდაპირ ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ , არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
სალომე ზურაბიშვილის საკუთარი სკანდალური განცხადებები გამო, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, ასევე მეუფე გრიგოლმა და მეუფე მელქისედეკმა გააკრიტიკეს. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...