აფხაზეთში 29 სექტემბერს გამოუშვებენ პირველ ქაღალდის ფულს, რომლის ღირებულებაა 500 აფსარი.
სულ მოიჭრება 10 ათასი ცალი კუპიურა, როგორც ე.წ. სამახსოვრო ფულის ერთეული. კუპიურის ავერსზე დატანილია დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გამოსახულება და აფხაზი მებრძოლები ხელში აფხაზური დროშით სოხუმის სიმბოლური ციხე-კოშკის ფონზე, რევერსზე – აფხაზეთის „სახელმწიფო გერბი“ , რუქა და შვიდი ვარსკვლავი, როგორც „სახელმწიფო“ სიმბოლიკა.
. ბანკნოტი მოიჭრება ,, საქართველოსთან ომში „გამარჯვების“ 25 წლისთავთან ''დაკავშირებით, რომლის აღნიშვნა დიდი ზარ-ზეიმით იგეგმება სოხუმში, 30 სექტემბერს.
,ეს ქაღალდის პირველი ფულია აფხაზეთის ისტორიაში, მონეტების სახით კი იგი უკვე არაერთხელ მოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში
„აფსარი'', როგორც აფხაზური ფულის ერთეული, შემოღებულ იქნა 2008 წლის 22 აპრილს ,, რესპუბლიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე ძვირფასი მეტალებისგან დამზადებული სამახსოვრო საინვესტიციო მონეტების მიმოქცევის შესახებ'' კანონით. , რომელშიც ნათქვამია, რომ აფსარი წარმოადგენს ნომინალური გადახდის საშუალებას აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ გადახდის საშუალებად არ გამოიყენება საცალო ვაჭრობაში. პრაქტიკულად აფსარი ფულის მიმოქცევაში არ გამოიყენება მაღალი ღირებულების გამო – აფხაზეთის ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აფსარი უდრის 10 რუსლ რუბლს, თუმცა მისი რეალური ღირებულება განისაზღვრება ინვესტორული და ნუმიზმატიკური მიზნით.ამ დროისათვის ოქროს მონეტის ღირებულებაა 23 000 რუბლია,მოოქროვილი ვერცხლისა – 4500 რუბლი
თავდაპირველად, 2008 წელს მოიჭრა 10 აფსარიანები და 25 აფსარიანები;
2012 წელს კი მთელი სერია სამახსივრო ვერცხლის მონეტებისა ,,აფხაზეთის ისტორიული ძეგლების გამოსახულებით. მათზე გამოსახულია დრანდის ბიჭვინთის, ლიხნის, მოქვის, ახალი ათონის, ბედიის, ილორის ტაძრები. თითოეული 500 ცალის რაოდენობით.
ბოლოს, 2016 წელს მოიჭრა კიდევ 7 ერთაფსარიანი მონეტა და აი, აფხაზურ ქისაში უკვე ქაღალდის ბანკნოტიც ჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ,,აფხაზეთს ''თუნდაც ნომინალურად აქვს თავისი ფულის ერთეული, ოკუპირებულ ქვეყანაში გადახდის ერთადერთ საშუალებად წინანდებურად რჩება რუსული ფული.
რაც შეეხება აფხაზურ მედიაში ატეხილ ყიჟინას, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო შედგა და ამის დასტური ისიც არის, რომ მას აქვს თავისი ფული, ,,ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო მოსკოვს ისევე ყავს ცხრაკლიტულში ჩაკეტილი, როგორც ეს მონეტები თავის სახალისო საცავში . ასე, რომ, როგორც მოლა ნასრედინი ამბობს, ,,რაც უნდა იძახო ჰალვა, ჰალვა, პირში მის გემოს ვერ იგრძნობ'' – ანუ რაც უნდა იძახო ჩემი ფული მაქვს, ჩემი ფული მაქვს, სახელმწიფოს არსებობას ვერ იგრძნობ.
ამასობაში კი ამ ,,შემდგარი '' სახლმწიფოს მოქალაქეებს, მაგალითად ტყვარჩელში (მოსახლეობა აქ უკიდურესად მცირერიცხოვანია) სურსათის მაღაზიების მიმართ 12 მილიონი რუსული რუბლის ვალი აქვს. ეს ნისიად აღებული პურის, შაქრის, მაკარონის საფასურია. ეს აფხაზეთის ახკლახან შექმნილი ოპოზიციური მიძრაობის ,,სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთოეროვნული მოძრაობის შტაბის'' მონაცემებია.
შტაბისვე განმარტებით, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი „ქვეყნის“ ეკონომიკას ჩამოშლით ემუქრება.
„იმ წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების სათავეში რაულ ხაჯიმბაა, სახელმწიფოს ბიუჯეტი ერთხელაც არ შესრულებულა. 2013 წელთან შედარებით შემცირდა მოქალაქეთა რეალური შემოსავლები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, პარარელურად, პროდუქტებზე ფასებმაც იმატა. სამაგიეროდ, აფხაზური მონეტების ჩხრიალს, ახლა აფხაზური ბანკნოტის შრიალიც შეემატ, ოღონდ არა აფხაზურ ქისაში, არამედ ნუმიზმატიკოსების კოლექციაში.