ზურაბიშვილი – წაშლილებში, ინაშვილი – დაშლილებში

0
433
ზურაბიშვილი –  წაშლილებში, ინაშვილი – დაშლილებში – ასე აფასებენ სოციალურ ქსელში  ზურაბიშვილის პერსპექტივას არჩევნებში და ინაშვილის პერსპექტივას პარლამენტში.
 
 სალომე ზურაბიშვილიმა რომ არჩევნებში წყალი თავად შეიყენა და წაშლის კანდიდატი უფროა, ვიდრე პრეზიდენტობისა , უკვე მყარი ვარაუდის საფუძველს იძლევა, , მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მისი ოპუსების განხილვით გართულ ელექტორატს კიდევ ერთი    ახლა უკვე ირმა ინაშვილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მომენტი გამოეპარა. 
 
 ტვ "იბერიას" დამფუძნებელის  ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება  საპარლამენტო "პატრიოტთა ალიანსის" დატოვების შესახებ .მოულოდნელი აღმოჩნდა  ფრაქციის ლიდერისთვის.  ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.
„გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასე გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
 
 შეძლებენ თუ არა „პატრიოტები“ მეექსვე დეპუტატის პოვნას, რომელიც ფრაქციაში შევა, ჯერჯერობით უცნობია. მედიაში გამოითქვა ვარაუდი, რომ პატრიოტებმა ფრაქციაში შესვლა შესაძლოა, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭნაძეს შესთავაზონ.
„შემოთავაზების შემთხვევაშიც კი ამას არ განვიხილავ,“ – განუცხადა ჭიჭინაძემ „ნიუპოსტს“.
 
ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარტიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ფრაქციას ვერ შეინარჩუნებს და დაიშლება, ფრაქციის წარმომადგენლები დაკარგავენ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს, ადგილებს ბიუროს შემადგენლობაში, თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს კომიტეტებში და ყველა სხვა იმ ადგილს, სადაც დეპუტატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ კვოტით არიან დანიშნული. ასევე დაიშლება ფრაქციის აპარატი, რომელიც ფრაქციის საქმიანობას უზრუნველყოფს.
 
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციიდან წევრის გასვლის შედეგად, თუკი მასში პარლამენტის 6-ზე ნაკლები წევრი დარჩა, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებებს ინარჩუნებს.
 
რაც შეეხება ი ნატო ჩხეიძეს იგი  პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი იქნება. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები ხდებიან “საქართველოს პატრიოტების“ დანარჩენი წევრები.
წინა სტატიასკანდალში ზუგდიდის მერის შემდეგ ზესტაფონის მერიც გაეხვია
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური