მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალში ზუგდიდის მერის შემდეგ ზესტაფონის მერიც გაეხვია

სკანდალში ზუგდიდის მერის შემდეგ ზესტაფონის მერიც გაეხვია

Published on

 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ზესტაფონის აც მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გაბრიჭიძე მოქალაქეებთან ერთად შევიდა მერიის შენობაში  და ზესტაფონის მერის გადადგომის მოთხოვნით მისაღებში მჯდომარე აქცია დაიწყო.
 
თავდაპირველად მათ მერის კაბინეტთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ისინი დაცვის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პროტესტის ნიშნად კახაბერ მახათაძის კაბინეტის კარი წებოვანი ლენტით დალუქეს. 
 
გიორგი გაბრიჭის თქმით, მახათაძის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. მოქალაქეები მოუწოდებენ მერს დატოვოს თანამდებობა,წინააღმდეგ შემთხვევაში მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
 
საპ მოქალაქეები აცხადებენ, რომ კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მოსახლეობის პრობლემებით არ ინტერესდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მტკიცებით, ზესტაფონის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
 
"კახაბერ მახათაძეს არ აქვს უფლება იყოს ზესტაფონის მერი. ის არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ ახდენს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას.
 
მასზე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. როგორც კი გაიგო აქ მოვდიოდით, გაიქცა. მერი უნდა იყოს გისოსებს მიღმა და ზესტაფონში უნდა ჩატარდეს შუალედური არჩევნები. აქ მჯდომარე აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მერი არ გადადგება. მივმართავ ზესტაფონის მაჟორიტარს შალვა კიკნაველიძეს და იმერეთის გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, მოვიდნენ და შეგვხვდნენ,"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გოგლიჩიძე.
 

 
მისი თქმით, ,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ.
 
,,მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" – განაცხადა დავით გოგლიჩიძემ

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...