მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას" - მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნებისკენ...

“საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას” – მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნებისკენ მოუწოდებს

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მრევლს წინასაარჩევნოდ კრიტიკული აზროვნების და სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
 
მეუფე გრიგოლმა „კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მრევლს გადაჭრით ვერ ეტყვიან, ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე, თუმცა, მიუთითებენ კრიტიკული აზროვნებისკენ, რათა სწორი დასკვნები გააკეთონ.
 
„მოდის არჩევნები და საზოგადოება სერიოზული არჩევანის წინაშე დგას. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ განსაკუთრებული ადგილი აქვს ადამიანის იმ უნარს, რაც ღმერთმა უბოძა – აზროვნება. ამიტომ, უნდა იაზროვნოს, კრიტიკული ანალიზის უნარი უნდა გამოავლინოს, კრიტიკული აზროვნება გამოიყენოს და შეაფასოს. ის არჩევანს აკეთებს და ამ არჩევანში თავის პირად სარგებელზე ფიქრობს, რას მიიღებს ის ამ არჩევანით და აქვე ფიქრობს ცოტა გლობალურადაც, რას მიიღებს ქვეყანა. ჩვენ ვერ გეტყვით,  რომელ კანდიდატს მისცეთ ხმა, მაგრამ ჩვენ ვეცდებით, რომ გასწავლოთ, გააღრმაოთ საკუთარი აზროვნება, რომ სწორი დასკვნები გააკეთოთ,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
 
მეუფე გრიგოლი ფოთში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, რომელიც „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ მიმდინარეობს და მისი მთავარი თემაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ოკუპაცია. კონფერენციას ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წევრები, უსაფრთხოების და პოლიტიკის ექსპერტები და სასულიერო პირები. 
 
ეკლესიამ ხელისუფლების კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანაფის წარმოება-ექსპორტის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. სასულიერო პირების კრიტიკა მმართველმა პარტიამ იმის გამოც დაიმსახურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა, რომელმაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
 
სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებმა იმ განცხადების გამოც გააკრიტიკეს, როდესაც მან აღნიშნა, რომ კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ის გაუძღვება.
 
 

სიახლეები

თუ არჩევნები ისევ “ოცნების” მიერ იქნება დაორგანიზებული, ეს არჩევნებიც არ იქნება აღიარებული – რასა იუკნევიჩიენე

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე "პირველებთან" ინტერვიუში ახალი არჩევნების აუცილებლლობაზე საუბრობს, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ...

„ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს” – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

"თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს, ეს სტრატეგიული კატასტროფა...

დედაჩემი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული, ამაღამ მიფრინავს, იქნებ შემოუშვათ – ირაკლი ქერაშვილი მოსამართლეს

დედაჩემი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული, ამაღამ მიფრინავს, იქნებ შემოუშვათ - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა,...

ევროპული სანქციები ახალი არჩევნების დანიშვნის წინაპირობა უნდა იყოს – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ევროპას მოქმედებისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული რუსული სტილის...