მთავარისიახლეებიპოლიტიკაყურაშვილების ოჯახი სენაკის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ - სენაკის მკვიდრი მაღალჩინოსნებს...

ყურაშვილების ოჯახი სენაკის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ – სენაკის მკვიდრი მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს

Published on

სენაკში მცხოვრები ყურაშვილების ოჯახი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს.მალხაზ ყურაშვილი ამტკიცებს, რომ მიწის დაკანონების სანაცვლოდ ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მას ქრთამი მოსთხოვეს.საუბარია მიწის ფართობზე, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა, ყურაშვილების ოჯახი წლების განმავლობაში იყენებდა. 607 კვადრატული მეტრის ფართობის მიწიდან ყურაშვილებმა 300 კვადრატული ორი წლის წინ შეისყიდეს, დანარჩენი 307-ის გასაფორმებლად კი მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოსალაპარაკებლად ყურაშვილი მუნიციპალიტეტში დაიბარეს და შესთავაზეს, თავად დაესახელებინა სასურველი თანხა.მალხაზ ყურაშვილის მტკიცებით, მიწის იჯარით სარგებლობის ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოიწურა. მას შემდეგ კი, რაც ქრთამის გადახდაზე უარი თქვა, მიწას აღარც იჯარით აძლევენ და არც აუქციონზე გააქვთ, რომ მისი ოფიციალურად შესყიდვა სცადოს.ყურაშვილთან შეხვედრას ადასტურებენ მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც, თუმცა, მიწის გამოსყიდვის სანაცვლოდ, ქრთამის შეთავაზების ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებენ. მაღალჩინოსნები ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებენ და ურჩევენ პროკურატურას მიმართოს.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...