ოთარ ზურაბიშვილი: დიახ! 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო!

0
449
დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ, სალომე ზურაბიშვილის  ,მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მისი ძმა ოთარ ზურაბიშვილი ეხმაურება. 
 
ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტია, თავის  შეფასებას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:
 
 
 
„ჩემო მეგობრებო,
 
ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ;
 
მართალი გითხრათ მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე იდეების ერთგული და ვიცავდი ერთი და იმავე პრინციპებს, რასაც ადასტურებს ჩემი ქმედებები. გუშინ, მაგალითად, ლევილიდან ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ჩართვის ორგანიზება მოვახდინე. მათ, ვინც ამ ეთერს უყურა, იმედია ეჭვი არ ეპარებათ ჩემს პოზიციაში.
 
მიუხედავად ამისა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი.
 
მე -19 საუკუნისდასაწყისიდან რუსეთი საქართველოს მიმართ ანვითარებდა აგრესიული პოლიტიკას და სტრატეგიას, რათა მას ჩვენი სამშობლო რუსეთის ორბიტაზე ჰყოლოდა ეს ეხება როგორც მეფის რუსეთს, ისე, საბჭოთა რუსეთს და დღევანდელ ტოტალიტარულ რუსეთს.
 
რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს "რბილი ძალის" გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს.
 
დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი.
 
დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების .
 
დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს : ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება).
 
დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ , ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება.“ – წერს ოთარ ზურაბიშვილი.
 
შეგახსენებთ, ოთარ ზურაბიშვილი  მთელი ცხვრების მანძილზე გამოირჩეოდა დაუღალავი ბრძოლით თავისუფალი საქართველოსთვის, მას ლომის წილი უდევს იმაში, რომ ზვიად გამსახურდიას მისწრაფებების შესახებ ჯერ მისი დისიდენტობის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ პერიოდში  დასავლეთის საზოგადოებრიობა და ქართული ემიგრაცია მეტნაკლებად კარგად იყო ინფორმირებული ,   და თუმცა ქართულ ემიგრაციაში სალომეებიც ბლომად იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ზვიად გამსახურდიასთვის ფაშისტის იარლიყი მიეყენებინათ და  ოთარ ზურაბიშვილსაც უპიორსპირდებოდნენ, მას  არასოდეს დაუხევია უკან. ამ საკითხთან დაკავშირებით მას გართულებული ურთიერთობები ჰქონდა თავის დასთანაც, სალომე ზურაბიშვილთან და სიძესთანაც ჯანრი კაშასთან, რომელნიც ყველაფერს აკეთებდნენ ქართული ეროვნული მოძრაობის, ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს  და პირადად ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციისათვის. ამის გამო და-ძმა უბრადაც იყვნენ.  როგორც იტყვიან, ერთი ხისგან  … 

წინა სტატიახორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ
შემდეგი სტატია“ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ “კანაფის დედოფალი” – მეუფე იაკობი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური