მთავარისიახლეებიეკონომიკახორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

Published on

ხორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება. ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია, პროცედურები შეჩერებულია მათ შორის, იმ იმპორტიორებისთვისაც, ვისაც ქვეყანაში მალფუჭადი პროდუქტი შემოაქვს.ხორბლის გადამზიდავების იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა იკრძალება.ხორბლის იმპორტიორები ამბობენ, რომ ამ ბიზნესით სავარაუდოდ კონკრეტული პირები დაინტერესდნენ.ხორბლის გადამზიდავების ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესაცვლელად ორ დღიან ვადას აძლევენ. ხორბლის იმპორტიორები ფინანსთა მინისტრს ლილოში მისვლასა და აქციის მონაწილეებთან შეხვედრას ითხოვენ.„გვინდა გამოვიდეს მინისტრი და აგვიხსნას ყველაფერი – რა ხდება და მაგის მიხედვით ვიმოქმედებთ. სანამ არ გაუქმდება ეს გადაწყვეტილება არ დავიშლებით არავინ. უფრო და უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაჟა გოგოლაძე.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ხორბლის გადამზიდავების პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს დიალოგის გზით მივიდნენ პრობლემის გადაჭრამდე.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....