მთავარისიახლეებიპოლიტიკააუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს.

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს.

Published on

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფიგურირებს. სწორედ მის ძმას ეკუთვნის კომპანია ვისაც სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. კომპანია კი თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით.აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებულია ისიც, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს-სთან, რომელიც იყო ერთი დღის დაფუძნებული კომპანია. ხელშეკრულების მიზანი იყო ლეონიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის პროექტირების სამუშაოები. პროექტი იყო ხარვეზიანი და სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი ფაქტობრივად ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნულ სამუშაოს და არც სხვა ალტერნატიული პროექტი არ არსებობდა. ეს იყო ერთი საკითხი, ასევე ის საკითხი, რომ კომპანია  იყო დაფუძნებული ერთი დღით ადრე  ხელშეკრულების გაფორმებამდე. სწორედ ეს საკითხები იყო  რაც ჩანდა ზედაპირზე მნიშვნელოვანი, რაც აჩენდა გარკვეულ რისკებს და საჭიროებდა შესაბამის დამატებით მოკვლევას და სწორედ ამის გამო  იქნა გადაგზავნილი,“-განაცხადა აუდიტის სამსახურის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.
 
აუდიტის სამსახურის დასკვნაში ჯანელიძის მინისტრობის დროინდელი სხვა დარღვევებიც მოხვდა.
 
დასკვნაში საუბარია სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯებზეც, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში დაიხარჯა.  

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...