მთავარისიახლეებისაზოგადოებასასწავლო წელი დაიწყო

სასწავლო წელი დაიწყო

Published on

დღეს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაგა-ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. თუმცა  არა ყველგან. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება 1 კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში.
 
 ახალი.სასწავლო პროცესი არ დაწყებულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის შენობაში, სადაც   რემონტი მიმდინარეობს, კერძოდ ზუგდიდის მეოთხე, მეათე, მერვე, ასევე, ინგირის მეორე და დარჩელის პირველ საჯარო სკოლებში.
 
ამ  სკოლების მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში გადავანაწილეთ – განაცხადა .ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმაკახა ფარცვანიამ .
 
მისი თქმით , რემონტი გაზაფხულამდე გასტანს  და, შესაბამისად, ამ შენობებში სწავლა ან გვიან გაზაფხულზე განახლდება 
 
 
წელს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების პირველ კლასში 50 232, კერძოში კი – 5 892 მოსწავლე დარეგისტრირდა. 
 
2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...