მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას " - მეუფე...

“ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას ” – მეუფე პეტრე

Published on

"დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი" – მეუფე პეტრე ამბიონიდან "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს.
 
წმინდა სინოდის წევრმა, საკუთარ ქადაგებაში, ამბიონიდან ამომრჩეველს პირდაპირ მოუწოდა, ხმა არ მისცენ მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს. მეუფე პეტრემ სალომე ზურაბიშვილის "დაფრანგული ქალბატონი" უწოდა და კათოლიკე მისიონერებს შეადარა.
 
„ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში – "დაფრანგული" და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომელიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ მათ. ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში, ფრანგული, "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული , წამხდარი, მათ აზროვნებას.  
 
დღემდე ეს სიტყვაა და ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ ღმერთი არ დაუშვებს ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი. გვესმის შეფასება, რომ განგრენა ყოფილა თურმე აფხაზეთი და ცხინვალში არსებული პრობლემა.
 
ეს არის ბოროტება, სიძულვილი და მტრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი და კიდევ სხვა ღვთითკურთხეული ქართული მიწები. ეს არის მხოლოდ ღია ჭრილობა, მოუშუშებელი ჭრილობა ქართველი ერისათვის, რომელიც აუცილებლად გამოჯანმრთელდება და განგრენა საქართველოსთვის არის ე..წ მე-5 კოლონის არსებობა საქართველოში. განგრენა არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული შეგნება და აზროვნება საქართველოში, განგრენა არის მტრობა, კერპთაყვანისმცემლობა, ფულის გაკერპება თანამდებობისა და პატივის გაკერპება რომლისგანაც რა თქმა უნდა უნდა განთავისუფლდეს ქართველი ერი“- ამბობს მეუფე პეტრე ქადაგებაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...