მთავარისიახლეებიპოლიტიკასკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია timer.ge

სკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია timer.ge [Video]

Published on

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე – კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება. აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ. თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის – ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურის და გულუას პარკის შეძენა სურდა. მერს ლაშა გოგიას ტერიტორიების აუქციონზე გატანისთვის ზუგდიდი საკრებულოს ნებართვა სჭირდებოდა. საკითხი სხდომაზე გაიტანეს, თუმცა, ჩავარდა. ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ ახდენდა ზეწოლას ზუგდიდი მერი საკრებულოს წევრებზე, რომ უკანონო გარიგება ბოლომდე მიეყვანა. გინების, ზეწოლის ან გარიგების დამსახურებით ზუგდიდის საკრებულომ მერის მოთხოვნა მეორე სხდომაზე შეასრულა. სწორედ ამის გამო, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამოძიება საკრებულოს წევრების საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს. ბიზნესმენმა კვირკვიამ ზუგდიდის მერს ფულის უკან დაბრუნება სთხოვა, რადგან ის გადააგდეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა. ბიზნესმენი მერს კაბინეტში უყვირის, შეურაცხყოფს და ფულის დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქრთამს კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს, ლევან შონიასაც, აძლევდა.

 

 

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...