მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერმა საკრებულოს წევრებს აგინა - "კურიერმა" სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერი...

ზუგდიდის მერმა საკრებულოს წევრებს აგინა – “კურიერმა” სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერი მოიპოვა

Published on

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე – კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება.
 
აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ.
 
თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის – ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურის და გულუას პარკის შეძენა სურდა.
 
მერს ლაშა გოგიას ტერიტორიების აუქციონზე გატანისთვის ზუგდიდი საკრებულოს ნებართვა სჭირდებოდა. საკითხი სხდომაზე გაიტანეს, თუმცა, ჩავარდა.
 
ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ ახდენდა ზეწოლას ზუგდიდი მერი საკრებულოს წევრებზე, რომ უკანონო გარიგება ბოლომდე მიეყვანა.
 
გინების, ზეწოლის ან გარიგების დამსახურებით ზუგდიდის საკრებულომ მერის მოთხოვნა მეორე სხდომაზე შეასრულა.  სწორედ ამის გამო, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამოძიება საკრებულოს წევრების საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს.
 
ბიზნესმენმა კვირკვიამ ზუგდიდის მერს ფულის უკან დაბრუნება სთხოვა, რადგან ის გადააგდეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა.
 
ბიზნესმენი მერს კაბინეტში უყვირის, შეურაცხყოფს და ფულის დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქრთამს კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს, ლაშა შონიასაც, აძლევდა.
 
„მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ… გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით, დღეისათვის… ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ,“ – მიმართა კვირკვიამ ზუგდიდის მერს.
 
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბნელი 1990-იანების წესების დაცვით, მერის კაბინეტში შეხვედრამდე ზუგდიდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქმის გასარჩევად. კურიერის ინფორმაციით, არსებობს საქმის ქურდული გარჩევის ამსახველი ჩანაწერიც.
 
კურიერის ინფორმაციით, ეს სკანდალური ჩანაწერი ბიზნესმენმა სუს-ში მიიტანა, თუმცა, სანამ მისი არსებობის შესახებ კურიერმა არ გაიგო, სუს-მა საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყო.
 
კურიერის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის მერს სუს-ში ხმის ნიმუში აუღეს იმის დასადგენად, ნამდვილად მას ესაუბრება თუ არა ბიზნესმენი კვირკვია.
 
ფარული ჩანაწერი, რომელმაც შესაძლოა, მთელი რეგიონი თავდაყირა დააყენოს, კურიერს ქართული ოცნების უკვე ყოფილმა მხარდამჭერმა, კახა მიქაიამ, გადასცა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...