მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძე სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტს

ზაზა სარალიძე სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტს

Published on

"სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს"- განაცხადა ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"აქციები გრძელდება, ვიდრე ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ჩვენს ქვეყანას. იქამდე ვიბრძოლებთ ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. წეღან "ფაისბუქზე" ვნახე, რომ ბავშვები დაუჭრიათ, გვიჩეხავენ და გვიკლავენ მომავალს. გამოძიება კი არ უნდათ", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება."პირდაპირ მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ. მტკიცებულებები არ არსებობსო. მტკიცებულებები როგორ იარსებებს, „შეჭამეს“ პროკურორებმა და გამომძიებლებმა. იმ პროკურორებს და გამომძიებლებს უნდა მოეთხოვოს პირველ რიგში პასუხი, რომ მტკიცებულებები გამოჩნდეს", – განაცხადა სარალიძემ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...