მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ყოფილი ვიცემერი გია გულორდავა ქრთამის აღებას უარყოფს და აცხადებს, რომ არ...

ზუგდიდის ყოფილი ვიცემერი გია გულორდავა ქრთამის აღებას უარყოფს და აცხადებს, რომ არ იცის, რაზეა საუბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში [Video]

Published on

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. . გამოძიებას კითხვები გია გულორდავასთან, "კურიერის" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს. ყოფილი ვიცემერი უწყებაში ადვოკატის გარეშე მივიდა
 
 
გია გულორდავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბარში ქრთამის აღება უარყო და განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში. ყოფილი ვიცე მერი ასევე უარყოფს, რომ ბიზნესმენმა კვირკვიამ თანხა შესთავაზა, თუმცა ადასტურებს, რომ 3-4 თვის წინ მას შეხვდა. 
 
გულორდავას თქმით, კვირკვიას ტერიტორიების გადაცემა იჯარით უნდოდა, რაზეც მერიამ უარი განუცხადა და განუმარტა, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, რომელშიც მიიღებდა მონაწილეობას.
 
ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა თანამდებობის დატოვების შესახებაც გააკეთა კომენტარი. გია გულორდავას თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა და ასევე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები არ გაჟღერებულიყო
 
.შეგახსენებთ, საქმე ეხება შესაძლო კორუფციულ გარიგებას. საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.
 
 
წყარო www.rustavi2.ge
 
 

სიახლეები

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...