მთავარისიახლეებისაზოგადოებავიცე-მერი დაკითხვაზეა, სად არის თავად მერი?

ვიცე-მერი დაკითხვაზეა, სად არის თავად მერი?

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი მერი, ამ დრომდე ჩეხეთში იმყოფება. ლაშა გოგიას ზუგდიდში ორშაბათს ელოდებიან. აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. მათივე ცნობით,  ცნობით, ლაშა გოგია პრაღაში სასწავლო ვიზიტით 11 სექტემბერს გაემგზავრა.
 
„ლაშა გოგია „საქართველოს მუნიციპალიტეტების სავაჭრო პროექტების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ სასწავლო პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით იმართება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ლაშა გოგია ორშაბათს ზუგდიდში იქნება“, – განაცხადეს მერიაში.
 
ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. მანამდე ლაშა გოგია სუს-ში ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა. დღეს კი უწყებაში დაკითხვაზე დაბარებულია უკვე ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა. მან თანამდებობა გუშინ დატოვა.
 
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...