მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით"- თენგიზ...

“პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით”- თენგიზ ჯგუშია

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია პრემიერ- მინისტრს მიმართავს. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება უსულგულო და აგდებულ დამოკიდებულებას იჩენს სამეგრელოს რეგიონისადმი.ის აკრიტიკებს ახალ გუბერნატორს და აცხადებს,რომ ალექსანდრე მოწერელიას, რომელიც თხილის ფერმერთა ასიციაციის თავმჯდომარე იყო, არაფერი გაუკეთებია იმისთვის რომ  რეგიონში თხილის გადარჩენისთვის ვერაფერი გააკეთა.თითი არ გაუნძრევია ქართული თხილის ექსპორტის ხელშეწყობისთვის.ერთი ადამიანი,რომელიც თავისი პრობლემებით უცნობდა რეგიონს არ მოიძებნა? გუბერბატორის ფუნქცია რეალურად არის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის ნაცვალი რეგიონში.არანაირი ფუნქცია გუბერნატორის ინსტიტუტს არ გააჩნია.თენგიზ ჯგუშია ასევე შეეხო ყოფილი მერის ლაშა გოგიას შესახებ ფარულ ჩანაწერსაც და აღნიშნა, რომ არა მარტო გოგია, არამედ კორუმპირებულია ყოფილი გუბერნატორი და მის დასჯასაც ითხოვს.ჯგუშია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ ფავორიტი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე უღირსი კანდიდატი და პირველი ვერდიქტი სწორედ 28 ოქტომბერს უნდა იყოს გამოტანილი ზურაბიშვილსადმი ნულოვანი მხარდაჭერით.ჯგუშია ბოლო 6 წლის მანძილზე მერიის საქმიანობის შესწავლასაც ითხოვს და პრეიერ-მინისტრს არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...