მთავარისიახლეებიპოლიტიკაორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის მამა თავდაცვის სამინისტროს ...

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის მამა თავდაცვის სამინისტროს მისი შვილის დაკრძალვისათვის გამოყოფილ თანხას უბრუნებს

Published on

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული კაპრალის   მირზა ჩიჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს პროტესტის ნიშნად იმ 7000 ლარს დაუბრუნებს, რომელიც ლევან იზორიას უწყებამ მამას გარდაცვლილი სამხედროს დაკრძალვისათვის მისცა.
 
 „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის  შემდეგ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები და იურისტები ერთვებიან.
 
ოჯახი 31 წლის სამხედროს ექსჰუმაციის პროცესს იწყებს. ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალები წაიკითხა, ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენები და ექსპერტიზის დასკვნა ერთმანეთს არ ემთხვევა.
 
„ეს 7 ათასი ლარიც კი ბატონი მინისტრისგან დასამადლებელი შეიქმნა, ამიტომ, მე გადავწყვიტე, ბავშვებს სახელმწიფოსგან პენსია, რომ დაენიშნა, ის 200-200 ლარი არ ავიღო და თავდაცვას დავუბრუნო. ესეთი დამადლებული თანხა არ მჭირდება მე მინისტრისგან. თან ეს ლაქა ჩემს მეუღლეს ჩამოაცილოს, რატომ, რა მიზნით დაუწერა ამხელა ალკოჰოლი,“ – განაცხადა გარდაცვლილი ჯარისკაცის, მირზა ჩიჩუას მეუღლემ, მარიამ ახვლედიანმა.
 
ჯარისკაცის  მამა გია ჩიჩუას სვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენას ითხოვს .  მისი თქმით,  სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა  გააყალბა იმ მიზნით, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.თუ ეს საკითხი მიმდინარე კვირას არ გადაწყდება, მომდევნო კვირიდან ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს.
 
„იმ კვირიდან ვჯდები  მესამე ბრიგადის წინ,  იქ მოვლენ ჯარისკაცები და გავაგრძელებთ იქ, ერთიან ბლოკს შევქმნით, რომ ვიშიმშილოთ ყველამ. საარჩევნო უბნებსაც არ გავახსნევინებთ, ახლოვდება არჩევნები და მას არ გავახსნევინებთ ჩვენ, მთელი სოფელი,“ – განაცხადა გია ჩაჩუამ.
 
ჯარისკაცის გარდაცვალების საეჭვო მიზეზებზე საუბრობს ადვოკატის, ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ ყველაზე საეჭვო გარემოება ის იყო, რომ ექსპერტს არ აქვს აღწერილი რა ზომის დაზიანებები ჰქონდა ჯარისკაცს.
 
თავდაცვის სამინისტროში  უპასუხეს ოჯახის ბრალდებებს ექსპერტიზის გაყალბებაში. უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაცია მართლაც არ უნდა გაცემულიყო, რადგან ჩიჩუას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, რაც სამედიცინო სპირტის დალევის გამო მოხდა. ამის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა იზორიამ პირადი ინდივიდუალური აქტით გარდაცვლილის მეუღლეს ფინანსური დახმარება გაუწია.
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...