მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ,,ივანიშვილი ღიად დაგვცინის, კანაფის კონტროლის სააგენტოს ქმნის, რომ სხვამაც...

ნიკა მელია: ,,ივანიშვილი ღიად დაგვცინის, კანაფის კონტროლის სააგენტოს ქმნის, რომ სხვამაც არ მოიყვანოს კანაფი მისგან კურთხევის აღების გარეშე”

Published on

,,ივანიშვილი ღიად დაგვცინის, ჩვენი დაცინვის ახალ ეტაპზე გადადის'' –  ასეთ კომენტარს აკეთებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია ხელისუფლების გადაწყვეტილებაძზე შეიქმნას კანაფის კონტროლის სააგენტო –  სახელმწიფო უწყება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
 
,,კანაფის კონტროლის სააგენტოს ქმნის. ემანდ ვინმემ სხვამაც არ მოიყვანოს კანაფი შემთხვევით, მისგან კურთხევის აღების გარეშე – ულიცენზიოდ. 
გააკონტროლებს,  რომ მარტო თვითონ და მისი გარემოცვა იყვნენ პლანტატორები, იმ შინაურებს კი, ვისაც პლანტაციებს ვერ გაუშენებს, ამ სააგენტოში დაასაქმებს. მალე გვექნება კოკაინის სააგენტო, თრიაქის სამმართველო, მანაგუას დეპარტამენტი და ვიქნებით სა-კაიფო ქვეყანა -წერს ნიკა მელია 
 
ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტო შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.
 
სააგენტოს ექნება ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე საკუთარი სიმბოლოები.
 
პროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
 
კანაფის კონტროლის სააგენტო განახორციელებს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას, ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს; უზრუნველყოფს მცენარე კანაფის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევაზე რეაგირებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მოახდენს მცენარე კანაფის კონფისკაციას, მისი შემდგომი განადგურების მიზნით; მოამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და კანონის შესაბამისად წარუდგენს სამინისტროს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს, ასევე, ყოველკვარტლურად და ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციას; განახორციელებს მსოფლიოში კანაფთან დაკავშირებით ბაზრის შეფასების კვლევას, ამ კუთხით არსებული ტენდენციების შესწავლას და აღნიშნულის შესახებ შესაბამის დოკუმენტს მოამზადებს; ასევე მოამზადებს მცენარე კანაფის/მარიხუანის გავლენის შესახებ ნარკომანიის გავრცელებაზე და აღნიშნულ დოკუმენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს; შესაბამის დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, სოციალურ კამპანიებს, საგანმანათლებლო პროგრამებს ნარკომანიის თავიდან აცილების ან/და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით.
 
 

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...