მთავარისიახლეებისაზოგადოებამამები სამართალს ეძებენ: საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა საპროტესტო აქციას...

მამები სამართალს ეძებენ: საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა საპროტესტო აქციას მართავს

Published on

სოფელ ხელთუბანთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 6 ივლისს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდის თორნიკე მერებაშვილის მამა საპროტესტო აქციას მართავს. ის და სოფლის მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობენ. ოჯახი საქმის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს, კერძოდ დადგენას იმისა  რა ვითარებაში მოხდა მისი ვაჟის გარდაცვალება.
 
 18-წლის ბიჭი უძიმეს მდგომარეობაში იპოვეს ივლისში გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე ,  როცა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, ბიჭი ჯერ ისევ სუნთქვადა, მაგრამ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. საქმე თვითმკვლელობის მუხლით არის აღძრული, თუმცა გარდაცვლილის მამამ მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ მისი შვილი მოკლულია.
 
 
მისი თქმით, თორნიკე მერებაშვილი ნაკვეთში მეგობრებთან ერთად მუშაობდა. საღამოს კი, პურის საჭმელად გავიდა. გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა – ,,დაჭრილი ვარო". შემდეგ კი, სასწრაფოს ნომერი მოუთხოვია. პირველი სატელეფონო ზარის შემდეგ ბიჭს დედამ დაურეკა, რაზეც თორნიკემ უპასუხა, რომ სახლში მიდიოდა. შემდეგ კი, იგი აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.
 
.,, ბავშვი, როცა წაიყვანეს ასე მითხრეს, სუნთქავდაო, მაგრაბ  მერე,  ნათქვამი უკან წაირეს  შემოყვანის დროიდან ეგ ბავშვი აღარ იყოვო,“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ.
 
გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, არა თუ ის,  რა შეემთხვა ახალგაზრდას, არამედ ისი კი  სად გარდაიცვალა იგი – საავადმყოფოში, გზაში თუ ადგილზე. 
 
 

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...