მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა? - ადვოკატები დიაგნოზის მოლოდინში

გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა? – ადვოკატები დიაგნოზის მოლოდინში

Published on

 ადვოკატები ამ დრომდე ელოდებიან ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრისა და შს მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ .
 
გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა  სამსახურმა  გაავრცელა განცხადება, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამოკვლევების შედეგები კი უკვე გაეგზავნათ ადვოკატებს, თუმცა ეს დოკუმენტი ადვოკატებს ჯწერაც არ მიუღიათ.
 
ამ განცხადებაში არაფერია  ნათქვამი  დიაგნოზთან დაკავშირებით და მხოლოდ ის წერია, რომ მერაბიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
უწყებაში თვლიან, რომ  ამ ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე მხოლდო თავად პაციენტისა და მისი ინტერესების დამცველთა გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
 
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები  აცხადებენ, რომ  სწორედ ზუსტი დიაგნოზის გაგების შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა აუცილებელი ვანო მერაბიშვილის სტაციონარული მკურნალობა.
 
ადვოკატები სასამართლოს ამ შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც მათ გადასცემენ ზუსტ დიაგნოზს მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
 
„ავიღებთ დიაგნოზს და ვნახავთ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად შემდეგ ჩამოვყალიბდებით. თუ ვნახავთ რომ მისი დიაგნოზი ისეთია რომ მას სჭირდება მკურნალობა სტაციონარულ დაწესებულებაში – სამოქალაქო საავადმყოფო მაქვს მხედველობაში, ბუნებრივია გვექნება შუამდგომლობა,“- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.  
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...