მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“ - კალაძე...

“მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“ – კალაძე ზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის შესახებ

Published on

„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩნდება გარკვეული კითხვები და არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით"-ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი იმ სკანდალური ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომელიც ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს."გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო არის სწორი. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს ისეთი არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში.ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად,ჩვენი გუნდისთვის,ჩვენი გუნდისთვის მთავარია, რომ იყოს პირველ რიგში კანონი, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია. გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება.არავის არ ეპატიება რომ კანონს მიღმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს, მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“-ამბობს კალაძე.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...