მთავარისიახლეებიპოლიტიკაალექსანდრე მოწერელიას პირველი კომენტარი ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით

ალექსანდრე მოწერელიას პირველი კომენტარი ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მოწერელიამ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია წუხელ გვიან შეიტყო და მიზეზების შესახებ ნამდვილად არ იცის.
 
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა გადაწყვეტილებას რაც არის მიღებული, მიზეზებს ალბათ თვითონ იტყვის. ფარულ ჩანაწერს რაც შეეხება, მე არ მომისმენია. ჩემთვის არ იყო ცნობილი გოგიას ამ გადაწყვეტილების შესახებ. დილიდან სოფლებში დავდივარ და მათთან კომუნიკაცია არ მქონია. აღნიშნული საკითხით აუცილებად დავინტერესდები. მის საქმიანობას კი მოსახლეობა შეაფასებს”, – განაცხადა მოწერელიამ. 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...