მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

Published on

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. მოზარდის  დედა ამბობს  რომ შვილი გეგმიურ შემოწმებაზე მიიყვანა და სანამ ლაბორატორიის ექთანი სამედიცინო მანიპულაციას განახორციელებდა ნემსი შემთხვევით თავად შეერჭო და ნახმარი ნემსით ბავშვს გამოკვლევები ჩაუტარა. მოზარდის დედის ინფორმაციით, ექთანი ცე ჰეპატიტის მატარებელი აღმოჩნდა. 
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ   ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია  აცხადებს, ფაქტის მყისიერი შესწავლა და რეაგირება მოხდა, რის შემდგომაც თანამშრომელი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, ხოლო მოზარდის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით კლინიკა პერიოდულად უზრუნველყოფს.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...