მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო მერაბიშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა

Published on

ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მატროსოვის ციხიდან ნიუჰოსპიტალში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს. მერაბიშვილს სამედიცინო დაწესებულების ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
 
ბოლო დროს ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების მესამე შემთხვევაა. ერთი თვის წინ მსგავსი ფაქტის შემდეგ მას მკურნალობის კურსი დაენიშნა, თუმცა როგორც ჩანს ეს მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ სასუნთქი გზების პრობლემებით არის ჰოსპიტალიზებული. 
 
"შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად მიწერილი გაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. რაც შეეხება  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო  თავის დროზე გაკეთებული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....