მთავარისიახლეებიპოლიტიკაყოფილი პრემიერის ოპონენტები ამბობენ, რომ მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული...

ყოფილი პრემიერის ოპონენტები ამბობენ, რომ მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია

Published on

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს გეგმები და ქრონოლოგია, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს – ყოფილი პრემიერის ოპონენტები ამბობენ, რომ მარიხუანას ექსპორტის ლეგალიზებისთვის ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილის ფარული გეგმის ნაწილია, რომელმაც ოლიგარქს მილიარდები უნდა მოუტანოს.ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სქემა ასეთი იყო – ახალგაზრდების პროტესტს მხარი დაუჭირა ბერა ივანიშვილმა, აქციის მონაწილეების მიმართ ლოიალური იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ბოლოს ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილად აქცია.„ქართულ ოცნებაში“ კი ამ სქემის არსებობას შეთქმულების თეორიად მიიჩნევენ, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო აშკარა ხდება როდესაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე ფლობს წილს საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც მარიხუანის ბიზნესითა დაინტერესებული.ბიძინა ივანიშვილის მიერ შევსებულ ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ამერიკული კორპორაციის "გოლდმენ საქსში" 251 ათასზე მეტ აქციას ფლობს. კომპანია კი მარიხუანას ბიზნესითაა დაინტერესებული და ეხმარება იმ ინვესტორებს ვინც ამ ბიზნესის განვითარებაც ცდილობს.ეს ორი გარემოება, ოპოზიციას უჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ივანიშვილმა კომპანიიდან, რომელის მეწილეც არის კარგად შეისწავლა რა მოგება მოაქვს მარიხუანას, ამიტომ გადაწყვიტა ახლა თავად დაიწყოს ეს ბიზნესპროექტი საქართველოში.
 

სიახლეები

ექიმი-ვიზალიბერალიზაციის გაუქმება უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება – პასუხისმგებელი რუსული ოცნებაა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რაც შესაძლოა...

“მომავალი ახალგაზრდებისაა” – დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების მშობლებიც უერთდებიან

თბილისში დაანონსებულ დიდ პროტესტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც უერთდებიან - რეჟიმის ტყვეების მშობლები "პირველებთან"...

ელექტროენერგიის მიწოდება კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიის გამო შეიზღუდა – “საქართველოს ელექტროსისტემა”

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაზე"...

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა

ხობში მოზარდს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით,ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში, დადიანის ქუჩაზე მოხდა,როცა მოზარდი...