მთავარისიახლეებისაზოგადოებამოგვჭამს თუ მოგვჭრის სალომე ზურაბიშვილი ფეხს?

მოგვჭამს თუ მოგვჭრის სალომე ზურაბიშვილი ფეხს?

Published on

სალომე ზურაბიშვილი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი,- ასე აფასებს შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
 
ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილს ”სწორი არჩევანი” აქვს გაკეთებული მასზე.
 
„სალომე ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე. ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები ”პარიზში აღზრდილ” ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიანი პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი ”მისნაირი” ქართველისთვის შემიმჩნევია. არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხვედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია ანუ აფხაზეთზე, ერთხელ და სამუდამოდ, უარის თქმა იყო. ეჭვი არ მეპარება, დღემდე იგივეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და ”სწორი არჩევანი” აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ, ფერი ფერსაო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე მას რომ ჰკითხოთ”, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...