მთავარისიახლეებისაზოგადოებაკანაფი თესეთ, მაგრამ კაქტუსზე არ წაგასწროთო- მთავრობამ და კანონმა ...

კანაფი თესეთ, მაგრამ კაქტუსზე არ წაგასწროთო- მთავრობამ და კანონმა …

Published on

 არსებობს მცენარეები, რომელთა დათესვას, მოყვანას, კულტივირებას, შენახვას, შეძენასა და გაყიდვას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
 
ეს მცენარეები მოქცეულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავენ.
 
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია შემდეგი მცენარებისა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, მოხმარება, შენახვა, შეძენა და გაყიდვა:  კოკას ბუჩქი Coca – Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა; Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე, მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა და სხვა. 
 
 
ოპიუმის ყაყაჩოს მბავი ყველამ ვიცით , მაგრამ  კაქტუსების საკითხში შესაძლოა არ ვიყოთ გარკვეული –  აკრზალულია  Loprophora-ს გვარის და Echinopsis-ის გვარის კაქტუსების ყველა სახეობა
 
ახლა მაინცდამაინც ნუ ეცემით და ამოძირკვავთ სახლიდან თქვენს ულამაზეს კაქტუსებს, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით  და გარეშე თვალს მოარიდეთ, რომ  შარში არ გაეხვიოთ.  ამასთან  –  ემანდ ვინმემ  თქვენს სიმწრით გამოზრდილ და საამაყო კაკტუსზე არ დაიბოლოს თავი.
 
   
არადა ყაყაჩოსი არ იყოს,  ექსინოპსისი ულამაზესად ყვავილობს… ისევ გუგული მაღრაძის იმედითუნდა ვიყოთ, იქნებ  ჩვენი ინტერესები ამჯერად მაიც დაემთხვევა ერთმანეთს – ექსინოპსისის ხომ ყველა ჩვენგანის სახლში ბინადრობს… 
 
 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...