მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: პრობლემაა სუსტი პოლიტიკოსები , რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს...

გიორგი მარგველაშვილი: პრობლემაა სუსტი პოლიტიკოსები , რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს უკან

Published on

 
საერთაშორისო კონფერენციის – "მსოფლიო თავდაყირა – 2018"-ის მონაწილეებმა პრეზიდენტს კითხეს, არის თუ არა პრობლემა საქართველოსთვის არაფორმალური მმართველობა.
 
"ქართულ ოცნებას" ჰქონდა კარგი მიზეზი ვძულდე იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მოვწონდი. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ როგორც მტერს, თუმცა ეს ნორმალურია. ქვეყნებში პოლიტიკოსები ყოველთვის ეძებენ მიზეზებს, რომ ერთმანეთი არ მოსწონდეთ. ბიძინას არ მოვწონდი და კარგი მიზეზი ჰქონდა „ოცნებას“. თავიდან ეს რთული იყო, გამოწვევა იყო შუა გზაზეც, მაგრამ ახლა უკვე მოსაწყენია. მე ვფიქრობ, რომ ძლიერი კი არა სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა. სუსტები არიან პრობლემა, რომლებიც იმალებიან ძლიერი ადამიანების ზურგს უკან. მე მირჩევნია საქართველოში იყვნენ ძლიერი ადამიანები, ძლიერი ლიდერები და პრემიერ-მინისტრები. ეს მირჩევნია სუსტ მინისტრს და სუსტ პრემიერს, ვინც იმალება ძლიერი ადამიანის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და არ უნდა ვიმალებოდეთ ძლიერების ზურგს უკან", – განაცხადა მარგველაშვილმა
 
რატომ არის კითხვა სენსიტიური? ეს არ არის კითხვა ჩემს ყოფილ “გერლფრენდზე”, – ასე იხუმრა საქართველოს პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილოს შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.
 
გიორგი მარველაშვილის განცხადებით, ახალ პრეზიდენტს მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს,
 
მისივე თქმით, პატივს სცემს შემდეგ პრეზიდენტს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ის.
„მე პატივს ვცემ ინსტიტიტს, რომლისთვისაც 5 წელი ვიბრძოდი. ბევრი ბრძოლა წაგებული აღმოჩნდა, მათ შორის ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით. რთულია სიტუაცია სასამართლოებთან დაკავშირებით. მას მოუწევს ადვოკატირება საქართველოსი და უნდა თქვას ყველა ქვეყანაში, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ეს არ უნდა გამართლდეს. ნებისმიერი, ვინც ამას გაამართლებს, არის ისტორიის ბნელ მხარეს, ის არის რუსეთის მხარეს. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ იარაღი უჭირავთ და იცავენ მოქალაქეებს, როცა ისინი იბრძვიან, მათ ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს", – განაცხადა მარგველაშვილმა..

სიახლეები

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...