მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შევაჩეროთ ქართველი ერის გადაგვარება, საქართველოს გადაშენება!"- მიხეილ სააკაშვილი

“შევაჩეროთ ქართველი ერის გადაგვარება, საქართველოს გადაშენება!”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

მარიხუანის ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პირველ აგვისტოს გააკეთა.მიხეილ სააკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ უჩა მამაცაშვილმა საქართველოში უცხოელი პარტნიორები ჩამოიყვანა და იგეგმებოდა მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტზე გატანა.საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მარიხუანის მოწევისთვის ახალგაზრდებს ციხეში არ უნდა უშვებდნენ, თუმცა, მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ეს გადაწყვეტილება სულ სხვა მიზნით მიიღო.„ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება უნდა სხვა მიზნისთვის იმიტომ, რომ როგორც ახლა დადგინდა უტყუარად, მისმა საყვარელმა დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ჩამოიყვანა ორი კვირის წინ კოლორადოს შტატიდან ექსპერტები მარიხუანის თემაზე და ისინი აპირებენ ივანიშვილის სააფთიაქო ქსელში ექსკლუზივის შექმნას და ასობით მილიონი დოლარის გაკეთებას იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაბოლდეს, მოიხმარდეს მარიხუანას და ასევე ეს გადიოდეს უცხოეთში. ჯერ ბერა გამოვიდა სიმღერით ლეგალიზაციაზე და შემდეგ უკვე ივანიშვილი შემოვიდა თავისი ფინანსური ინტერესებით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...