მთავარისიახლეებისაზოგადოებასარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა

სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა

Published on

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ რამდენიმე წუთის წინ გახდა.სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა.  საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება.მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია კარვის გაშლის გარეშე გაგრძელდება. ის შიმშილობის გაგრძელებასაც გეგმავს.სამართალდამცავებმა ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები გაიტანეს.უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს ამოიწურა აქციის მონაწილეების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა. მათ ხელისუფლებას გადადგომისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24-საათიანი ვადა მისცეს.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...