მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მსოფლიო თავდაყირა'' ყირაზე აყენებს ოლიგარქის ჩრდილში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტს

,,მსოფლიო თავდაყირა” ყირაზე აყენებს ოლიგარქის ჩრდილში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტს

Published on

მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით თბილისში, რუმსში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია ,,მსოფლიო თავდაყირა.'' , რომელსაც  გავლენიანი დასავლელი ექსპერტები ესწრებიან. 

მე ასე არასდროს შემრცხვენია საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების გამო, ჩვენ ვიხილეთ სრულიად უმწიფარი პოლიტიკოსის გამოსვლა, პრემიერ-მინისტრს ვგულისხმობ, რომელსაც, პრაქტიკულად, არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა,“- ასე შეაფასა “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლა. ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრი მწვავედ გააკრიტიკა.
 
„შემრცხვა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. ასეთ წარმომადგენლობით ფორუმზე ძალიან მკაფიოდ ჩანს ხოლმე, რომ ადამიანები არიან უბრალოდ უვიცები პოლიტიკაში და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ეს ძალიან მკაფიოდ ეტყობოდა. ჩვენ ვიცით ქვეყნის შიგნით, რომ პრემიერ-მინისტრი მარტო იმიტომ არის პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილს არ შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ქვეყნის გარედან ჩამოსული ამდენი სტუმრის თვალწინ ამის მოსმენა ძალიან მძიმე იყო,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 
საქმე ისაა, რომ კონფერენციაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს არაერთი ევროპელი ანალიტიკოსის წინაშე მოუწია განმარტებების გაკეთება ივანიშვილის ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობაზე.
 
“ვინ არის თქვენი ბოსი და ხართ თუ არა ანგარიშვალდებული ბიძინა ივანიშვილთან” – ამ კითხვით მიმართა მას   Financial Times-ის ჟურნალისტმაც .
 
კონფერენციის მიმდინარეობას თვალს ადევნებენ მსოფლიო ა ქართული მედიის სხვა წარმოადგენლებიც. მათ თვალს ბახტაძის ოპუსებთან და დისკომფორტთან ერთად არ გამოპარვია  შს მინისტრის გახარიას ,,შეჭირვებული მდგომარეობაც'' – 
 
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე გამომსვლელებს ფეხზე დამდგარი უსმენს. სოციალურ ქსელში ხუმრობენ, რომ შს მინისტრს ადგილი აღარ შეხვდა.
 
,,მსოფლიო თავდაყირა''  ყირაზე აყენებს ოლიგარქის ჩრდილში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტსაც
 
 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...