მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მიმინოშვილებისა და სანიკიძეების მოხსნით პრობლემები ვერ გვარდება. ახალი ხედვა სად არის???''

,,მიმინოშვილებისა და სანიკიძეების მოხსნით პრობლემები ვერ გვარდება. ახალი ხედვა სად არის???”

Published on

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას მაია მიმინოშვილის, თამარ სანიკიძისა და თემურ მურღულიას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტიურად ეხმაურებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი განათლების სამინისტროში საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხიდაშელის აზრით, განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებს, თუმცა მიიჩნევს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება რეფორმა არ არის.
 
„1. ყოვლად უვარგის, წარსულში ჩარჩენილ განათლების სისტემაში სინათლე თუ გამოჩნდება პირველი მივესალმები!
2. ადამიანები გათავისუფლება რეფორმა არ არის.
3. მით უფრო მათთვის მადლობის გამოცხადების ფონზე.
4. მინისტრი ვალდებულია ამომრჩეველს აუხსნას რა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით უშვებს ამდენ თანამდებობის პირს ერთდროულად.
5. რა დავალებები მისცა და ვერ შეასრულეს, სად გამოაჩინეს რომ ხედვა არა აქვთ და ინიციატივები არ აქვთ. და თუ კი მადლობას როსთვის უხდის. 
6. სანამ ამ ახალი ხედვის კონცეფციაც კი არ არის ცნობილი რა პრინციპით ირჩევს ახალ ხალხს
7 მინიმუმ ახალი ხალხის შერჩევის კრიტერიუმი მაინც ხომ უნდა იყოს ცნობილი.
8. მე როგორც პირველკურსელისდედა უკიდურესად უკმაყოფილო, უფრო მეტიც შეურაცხყოფილი ვარ გამოცდების ცენტრის საქმიანობით. ათწელზე მეტია რაღაცას რომ აკეთებ რუტინა მაინც უნდა გქონდეს დახვეწილი და უზრუნველყოფილი, შინაარსზე აღარაფერს ვამბობ, და ამასობაში თუ მადლობას უხდი მაშ რაღატომ უშვებ.
მინიმუმ ბავშვებს და მშობლებს მაინც მოუხადე ბოდიში ჩავარდნისთვის!!!
და ყველაზე მთავარი კიდევ ერთხელ —. ახალი ხედვა სად არის???
სიტყვაზე ვენდოთ?
თან ვის სიტყვაზე?
ვის გემოვმებაზე გადავაწყობთ ეხლა ტერორიზმის ან ოკუპაციის გამართლებას?“,-წერს ხიდაშელი.
 
პუბლიცისტი ქეთი ქურდოვანიძე, რომელიც მრავალი წელია წერს საქართველოს განათლების სიტემაში ,,ქართული ოცნების'' მმართველობის პირობებში შექმნილ სიტუაციაზე და პირველ რიგში ეროვნული გამოცდების პროფანაციაზე , აცხადებს:
 
მაია მიმინოშვილმა და მისმა სექტამ პასუხი უნდა აგონ ბოლო წლებში ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების გამო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქართული ენისა და ლიტერატურის კომისიასა და მის ხელმძღვანელს. ამ ბნელი, უვიცი და უწიგნური გამსწორებლების შეყრისთვის (გამონაკლი ყველგან არის), ასევე პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გულგრილობითა და არაკომპეტენტურობით წლების განმავლობაში ანგრევდნენ საგანმანათლებლო სისტემას და ერთიანი ეროვნული გამოცდები ( თავის დროზე ყველაზე პროგრესული მოვლენა საგანმანათლებლო სისტემაში) სამარცხვინო, მეტიც, სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანეს. შედეგი კი ის არის, რომ დღეს 15 ქულის მიღებით (80-დან) აშესაძლებელია უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა. ასე რომ, მიმინოშვილებისა და სანიკიძეების მოხსნით პრობლემები ვერ გვარდება. – წერს პუბლიცისტი.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...