მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი "უჩასა და ბერას ახალ ბიზნესზე"

მიხეილ სააკაშვილი “უჩასა და ბერას ახალ ბიზნესზე” [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე ქვეყანაში საექსპორტო მარიხუანას წარმოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება – "უჩას და ბერას ახალი ბიზნესი" წერს სააკაშვილი.

,,როგორ წარმოგიდგენიათ, მოზარდი რომ შევა ივანიშვილის აფთიაქში პლანის საყიდლად , მას ვინმე უარს ეტყვის,როცა ამით ფულს თავად ოლიგარქი აკეთებს? საქართველოს სჭირდება არა ივანიშვილი,არამედ ჯანსაღი ალტერნატივა- წერდა პრეზიდენტი სააკაშვილი 2 აგვისტოს თავის ფეისბუქგვერდზე. მას სხვა დროსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარიხუანას წარმოებას  მწვანე გზას სწორედ ეს პირები აძლევენ და ამაში დამატებითი შემოსავლების მიღებას გეგმავენ. 

 ამ პოსტს  მაშინ   არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა – ბევრმა პრეზიდენტს ივანიშვილის ნებისმიერი მოტივით გაკრიტიკებაში დასდო ბრალი და ხელაღებით უარყოფდა, რომ  ბიძინა  ივანიშვილს და მის  ბერასა და უჩას რაიმე ბიზნესინტერესები  ამოძრავებთ მარიხუანას ლეგალიზაციაში. 

,,მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ივანიშვილის ნარკობიზნესის წამოწყებაზე სამი კვირის წინ…ვინც მიშა გალანძღა,  ხომ უნდა დაგთვალოთ ეხლა რიგ-რიგობით 😉 P.s მარტო ექსპორტზე გაიტანენ ? "სამკურნალოდ" აქეთ არ შემოიტანენ ?;) ''
 ესკობარიზმი და ერისა და ქვეყნის დაქცევა…ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს მომავალი არ უწერია!''- წერენ დღეს მოქალაქეები სოციალურ ქსელში. 
 
 
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის ინფორმაციის თანახმად, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს. 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...